14 - საიტის გამოქვეყნება ინტერნეტში

ONLINE- კურსები - HTML

გაკვეთილი 14. საიტის გამოქვეყნება ინტერნეტში

ერთ დღეში, თუ ერთ წელიწადში, თქვენ შექმენით საიტი – იწვალეთ მის დიზაინზე, დაწერეთ ტექსტები, მოამზადეთ სურათები. შესაძლებელია უკვე შეისწავლეთ CSS -ი და გამოგივიდათ მართლაც რომ მშვენიერი ვებ რესურსი. საქმის ბოლომდე მისაყვანად სულ ცოტა რამ დარჩა გასაკეთებელი – გამოიტანოთ ის ხალხის სამსჯავროზე.

ამისათვის სამი რამ დაგჭირდებათ: დომეინის სახელი, ჰოსტინგი და ფაილების გადაცემის პროგრამა ftp-პროტოკოლით.

დომენის სახელი - ეს არის საიტის უნიკალური სახელი, რომლის მიხედვიტაც მოხდება მისი იდენტიფიცირება ინტერნეტის გლობალურ ქსელში. მებისმიერ ქვეყანაში სადაც არ უნდა აკრიფონ თქვენი საიტის დომენის სახელი და დომენის ინდექსი რომელიც განსაზღვრავს, თუ რომელ ქვეყანას ან ზონას მიეკუთვნება, მოხვდებიან სწორედაც რომ თქვენს საიტზე. მის დასახელებას თქვენ თვითონ იგონებთ. შესაძლებელია არც დაგჭირდეთ რამის მოგონება და უბრალოდ და გემოვნებით დაარქვათ მას თქვენი საკუთარი სახელი ან გვარი, მაგალითად, www.mixeili.ge ან www.kodua.com. თუმცა… არსებობს მაგრამ: დღეს ინტერნეტში არსებობს საიტების რამდენიმე მილიონობით რაოდენობა, რაც იმას ნიშნავს რომ მილიონობით სახელი, შესაბამისად უკვე დაკავებულია. ამითომ, თქვენი საიტის სახელის მოფიქრებისას, მოამზადეთ ვარიანტები. სანამ დაარეგისტრირებთ საიტის სახელს, სისტემა აუცილებელი წესით გადაამოწმებს, არის თუ არა ქსელში ეს სახელი გამოყენებული და გაგცემთ შესაბამის პასუხს. თუ სახელი დაკავებულია მოსინჯეთ შერჩეული სახელებიდან სხვა ვარიანტი და ა. შ. , სანამ მორიგი თქვენი ვარიანტი აღმოჩნდება თავისუფალი. 

საქართველოსთვის ხელმისაწვდომია ზონები GE, COM, NET, RU, SU, ORG, BIZ, INFO, CC, TV, ME, TEL, დარეგისტრირება შესაძლებელია საიტებზე youlook.ge

*რით განსხვავდება დომენის სახელი და დომენი ერთმანეთისაგან? ავიღოთ მაგალითისთვის საიტი www.microsoft.com. მასში microsoft – არის დომენის სახელი, ხოლო .com – არის დომენი, რომელიც მიეკუთვნება «com» ზონას. 

ჰოსტინგი – ეს არის ადგილი, გამოყოფილი ხოსტინგ პროვაიდერის სერვერზე, რომელზეც არსებობს უპრობლემო, 24 საათიანი წვდომა ინტერნეტიდან, ასევე აღჭურვილია სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით, რაც საიტის აქიტექტურის რეალიზების მრავალ საშუალებას იძლევა, უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას, ანხორციელებს ფაილების სარეზერვო ასლების კოპირებას, საიტის მნახველთა სტატისტიკის დათვალიერებას და მისი ტრაფიკის კონტროლს. საიტის განთავსებასთან ერთად, ჩვეულებრივ კომპლეტში მოყვება ხოლმე, საკუთარ საფოსტო სერვერზე მუშაობის საშუალება და ამასთანავე შეგიძლიათ იქონიოთ საფოსტო მისამართი არა ისეთი როგორც ყველა სხვა დანარჩენ უბრალო მომხმარებელს მაგალითად როგორიც არის sasha1978@mail.ru, არამედ, ლამაზი და თქვენი საიტის შესაფერისი დასახელება, მაგალითად:  sasha@ivanov.ru.

პრინციპში საიტის განთავსება და მასზე ინტერნეტ მომხმარებლისთვის წვდომის უზრუნველყოფა, საკუთარ კომპიუტერზეც შეგიძლიათ, მაგრამ დამწყებთათვის ეს საკმაოდ რთულია, და არა მარტო დამწყებებისთვის გახლავთ საკმაოდ სახლაფორთო საქმე: საჭიროა სერვერის დაყენება (სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა), მისი გამართვა, მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა,  ხაკერების შემოტევებისაგან და მათ შედეგებთან ბრძოლა. ამასთან ერთად თქვენი კომპიუტერი უნდა მუშაობდეს გაუთიშავად, ყოველ დღე, 24 საათიან რეჟიმში! დამერწმუნებით, რომ ეს საკმაოდ რთული და მოუხერხებელია. გაცილებით მარტივია გადაიხადოთ რამდენიმე დოლარი იმისათვის რომ მთელი წელი დაზღვეული იყოთ ამ პრობლემებისგან და ჰოსტინგის ხარისხიანი მომსახურებასთან ერთად, აგრეთვე დამატებით, საჩუქრად დომენის სახელიც კი მიიღოთ. 

შესაძლებელია უფასო ჰოსტინგზე განთავსებაც, რომლის მისამართსაც ძალიან ადვილად მოიძიებთ მებისმიერ საძიებო სისტემაში თუ ჩაწერთ «უფასო ჰოსტინგი». მაგრამ ყველა უფასო უკეთეს შემთხვევაში არასაიმედოა, უარეს შემთხვევაში კი შეიძლება უბრალოდ საერთოდ დაკარგოთ საიტი. შედარებით საიმედოდ ითვლება –  «Яндекс-народ».-ის სერვისი. 

ფასიანი ჰოსტინგ-პროვაიდერებიდან რეკომენდაცია შეიძლება გაეწიოს ჰოსტინგს  «Агава» და «Мастерхост» 

FTP-პროტოკოლი და მასთან მომუშავე პროგრამები. საიტის ფაილები, ჩვეულებრივ მთავრდებიან სერვერზე ftp-პროტოკოლით. ამაში არაფერი არ არის რთული. თუ თქვენ საიტს ქმნით პროგრამაში  Adobe Dreamweaver (ეს არის შემდეგი ნაბიჯი საიტების შექმნის შესასწავლად), მაშინ მასში არის ჩაშენებული, ჰოსტინგ სერვისთან მუშაობის ფუნქცია ftp  პროტოკოლით და რაც ამისთვის არის საჭირო, მხოლოდ თქვენი სერვერის მონაცემების შეყვანა  – პაროლი, ლოგინი, მისამართი (რომელსაც თქვენ გაძლევთ პროვაიდერი  ხოსტინგზე კონტრაქტის დადების მომენტში) და რამოდენიმე ღილაკზე მაუსით დაკლიკება.

თუ თქვენ შექმენით საიტი «ბლოკნოტში», ამისათვის საჭირო იქნება დააყენთ რომელიმე ფაილის მენეჯერი. რეკომენდირებულია პროგრამა Total Commander-ი. ის მარტივი და საიმედოა. ზუსტედ ასევე ჩაწერთ პროვაიდერისგან მიღებულ მონაცემებს ftp-ზე შესასვლელად და შემდეგ გადაიტანოთ საიტის ფაილები მარტივი კოპირებით თქვენი დისკიდან პროვაიდერის დისკზე, საქაღალდეში რომელიც შეესაბამება თქვენი საიტის ძირეულ დირექტორიას. ჩვეულებრივ, ეს არის საქაღალდე www. სწორედ ის ითვლება საიტის ძირეულ კატალოგად. 

თუმცა, პროგრამა Total Commander-ი ფასიანია. თუ მისი შეძენის სურვილი არ გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ ინტერნეტიდან გადმოქაჩოთ ანალოგიური უფასო პროგრამა FileZilla  და გამოიყენოთ ის ისევე ეფექტურად, როგორც Total Commander-ი.

შემდეგ. თუ, მთავარი გვერდის გარდა საიტს გააჩნია სხვა გვერდებიც, ისინიც მოათავსეთ იმავე – ძირეულ დირექტორიაში www. სურათები, ნახატები, გამოსახულებები რომლებიც განთავსებული გაქვთ საიტის გვერდებზე, უნდა იყვნენ დაკოპირებულები როგორც ცალკეული ფაილები www-ში, ან ცალ-ცალკე გახსნილ საქაღალდეებში სურათებისთვის ძირეულ დირექტორიაში. ამასთან არ უნდა დაივიწყოთ შეასწოროთ სურათებისკენ მიმავალი გზა, საიტის "body-ში"იმის მიხედვით, თუ სად გაქვთ ეს სურათები შენახული. მაგალითად, თუ სურათი ინახება ძირეულ დირექტორიაში, მაშინ გზა იქნება შემდეგნაირი:
<img src="image1.jpg">
თუ ფაილი ცალკე საქაღალდეშია სახელით "img", მაშინ გზა იქნება ასეთი:
<img src="img/image1.jpg">
იგივე ეხება სხვა ნებისმიერ ფაილს: ფლეშ-ობიექტები, ჯავა-სკრიპტები, რომლებიც შესაძლებელია თქვენ არც კი შექმნათ და გადმოქაჩოთ და ჩასვათ თქვენს საიტში როგორც მზა გადაწყვეტილებები.

ყურადღება: ფაილი index.html უნდა იწყებოდეს ლათინური ასოების არა დიდით, არამედ პატარა შრიფტით. წინააღმდეგ შემთხვევაში web-სერვერი ვერ გაიგებს ფაილის დასახელებას და არ ეცოდინებაფაილებიდან რომელი ჩატვირთოს პირველი. თქვენი საიტის აკრეფისას, საიტის მთავარი გვერდის ნაცვლად, ყოველთვის დაინახავთ შეცდომას 403.  
მას შემდეგ რაც ჩატვირთეთ თქვენი საიტის ფაილები ძირეულ დირექტორიაში www თქვენს მიერ შერჩეულ ჰოსტინგზე, საიტი უნდა გამოჩნდეს თქვენს ინტერნეტ ბრაუზერში (ეკვე არა ფაილი თქვენი კომპიუტერიდან, არამედ როგორც სრულფასოვანი საიტი), და ასევე სხვა მილიარდობით ინტერნეტ მომხმარებლის ინტერნეტ ბრაუზერებში. დიდ პოპულარობაზე ნუ იფიქრებთ პირველივე წუთიდან. პირველ ხანებში მას თქვენი ახლობლები და მეგობრები ნახავენ. საიტი პოპულარული რომ გახდეს ამისათვის არსებობს უამრავი ხერხი და საშუალება, ეს იქნება ფასიანი თუ უფასო მეთოდები. საიტს აქტიურად და მიზანმიმართულად უნდა გაუკეთდეს პოპულარიზაცია. იმისთვის თუ როგორ ხდება ეს არსებობს უამრავი მასალა, რომელიც საჭიროებს შესწავლას და შემდეგ ყველაფერ ამის პრაქტიკულად განხორციელებას.

გისურვებთ წარმატებებს!