15 - შემდეგი ნაბიჯი

ONLINE - კურსები -HTML

გაკვეთილი 15. შემდეგი ნაბიჯი


მაშ ასე, თქვენ შექმენით და დადეთ ინტერნეტში საკუთარი ხელით შექმნილი საიტი, რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი?

პირველი, თუ გსურთ განავითაროთ თქვენი საქმიანობა ამ მიმართულებით, აუცილებლად უნდა შეისწავლოთ CSS-ი. ამის გაკეთება დამოუკიდებლად შეგიძლიათ ან მიმართოთ მიმართოთ "ONLINE -სახელმძღვანელოს CSS-ი".

მეორე,  არ შეწყვიტოთ მუშაობა და ექსპერიმენტების ჩატარება. შეისწავლეთ სხვა ადამიანების web-საიტები და თუ იპოვით რაიმე საინტერესოს, შეეცადეთ ამოიცნოთ როგორ არის ის გაკეთებული, მენიუდან "გვერდის გამომდინარე კოდი» (ჩვენ ამის შესახებ პირველ თავებში ვისაუბრეთ).

მესამე, ეძებეთ Internet-ში მაგალითები და სტატიები HTML-ის და  CSS-ის შესახებ. გადმოქაჩეთ და დაშალეთ საიტების მზა CSS-შაბლონები. მაშინაც კი თუ შემდგომში მისით არც ისარგებლებთ და მათ საფუველზე არ შექმნით საკუტარ საიტს, მათი მოწყობილობაში გარკვევა მოგცემთ პასუხს უამრავ კითხვაზე, ასევე გასწავლით ახალ და საინტერესო ხერხებს HTML-სა და  CSS-ში მუშაობისას.

მეოთხე, გადახედეთ იმ ფორუმებს რომლებიც აღნიშნულ თემაზეა შექმნილი დასვით კითხვები და მიიღეთ პასუხები.

მეხუთე, შეეცადეთ უფრი წინ წახვიდეთ – შეისწავლეთ PHP&MYSQL. ეს პროგრამირების ენებია, რომლებიც რთული, სხვადასხვა მრავალფეროვანი მასალით შევსებული, მთლიანად ავტომატიზირებული საიტების შექმნის საშუალებას იძლევიან. ეს უკვე სხვა დონეა!

პროგრამირების ენის PHP&MYSQL-ის შესწავლა რთული საკითხია და დამოუკიდებლდ ამის გაკეთება შესაძლებელია ვერც შეძლოთ, მაგრამ უკვე არსებობს ისეთი თანამედროვე ტექნიკური საშუალება, როგორიც ვიდეო კურსებია. . შეგვიძლია შემოგთავაზოთ მასალა რუსულ ენაზე. ეს არის ევგენი პოპოვის «PHP&MYSQL для начинающих».შედით საიტზე, რომელიც ამ კურსისადმია მიძღვნილი, წაიკითხეთ – შესაძლებელია მოგეწონოთ და დაბადოს თქვენში წინსვლის სურვილი საიტების შექმნის საქმეში.

თუეს ასე მოხდება მოლოცვის მეტი რა დაგვრჩენია, რადგან თქვენ მომავალში აუცილებლად გახდებით პროფესიონალ ინტერნეტ-მშენებელთა გუნდის წევრი!