1 - დასაწყისი

Online - კურსები - HTML

გაკვეთილი 1. დასაწყისი


პირველი და ყველაზე მთავარი კითხვა, რომლის გადალახვაც უწევთ დამწყებ საიტის შემქმნელებს, ეს არის პროგრამული უზრუნველყოფა. მაგრამ ეს არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს, როგორც ერთი შეხედვით ჰგონიათ ახალბედებს და მისი გადაწყვეტაც ძალიან მარტივია.

დიახ, საიტის შესაქმნელი უამრავი პროგრამა არსებობ, მაგრამ დასაწყისისთვის თქვენ უკვე გაგაჩნიათ ყველაფერი.

ეს არის ინტერნეტ-ბრაუზერი და პროგრამა "ბლოკნოტი, რომლებიც შედიან ნებისმიერი ოპერაციული სისტემის, სტანდარტულ პროგრამებში. დასაწყისისთვის თქვენ მეტი არაფერი გესაჭიროებათ. ინტერნეტიც კი არ არის საჭირო, ყოველ შემთხვევაში მანამდე მაინც, სანამ არ გადაწყვიტავთ მზა საიტის გამოქვეყნებას ინტერნეტში.

* ინტერნეტ-ბრაუზერი - ეს არის პროგრამა, რომლის დახმარებითაც, თქვენ ათვალიერებთ საიტებს ინტერნეტში.

ინტენეტ-ბრაუზერებიდან გამოგადგებათ ნებისმიერი ან ყველა ერთად, თუ კომპიუტერძე გიყენიათ რამდენიმე ბრაუზერი, დარწმუნებული ვარ რომ, მათგან მხოლოდ ერთს იყენებთ ყველაზე ხშირად.


იმისათვის რომ, «დავწეროთ» საიტი, საჭიროა ტექსტური რედაქტორი «ბლოკნოტი» (ინგლისურად - Блокнот). დააწკაპეთ მაუსით ღილაკს (Пуск) ეკრანის მარცხენა, ქვემოთა კუთხეში, შემდეგ (ТехникаКультураСпортРелигия Программы) - (аксессуары) - (Блокнот). შემდგომი მოსახერხებელი მუშაობისათვის, სანამ გახსნით პროგრამას, მასზე დააწკაპეთ მაუსის მარჯვენა ღილაკით, გახსნილ მენიუში აირჩიეთ პუნქტი «Отправить» და კიდევ ერთ მოცემულ მენიუში აირჩიეთ პუნქტი - «Рабочий стол (создать ярлык)». შემდგომში აღარ მოგიწევთ ამ პროგრამის ძებნა სხვა პროგრამებში, მას თქვენ პირდაპირ კომპიუტერის "სამუშაო მაგიდიდან" გახსნით იარლიყის დახმარებით.


თუ სარგებლობთ სხვა საოპერაციო სისტემით (არა Windows) - ით, აირჩიეთ თქვენი ტექსტური რედაქტორი - TextEdit, Apple-ის ან пико ს კომპიუტერებში (ოპერაციული სისტემა Linux).


დასაწყისისთვის, სულ ეს არის. შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ გაკვეთილზე.