6 - ატრიბუტები

Online - კურსები - HTML

გაკვეთილი 6. ატრიბუტები

ახლა, როცა შევისწავლეთ  HTML- დოკუმენტის ძირითადი ტეგები, დროა გადავიდეთ ატრიბუტებზე.

ატრიბუტები ტეგებს ანიჭებენ დამატებით ინფორმაციას.


მაგალითისათვის ავიღოთ იკვე გამოყენებული ტეგი აბზაციცთვის <P>  ატრიბუტით "align ":
<p align="left">
ატრიბუტი «align» ბრაუზერს ატყობინებს, რომ მოცემული აბზაცი უნდა გაუსწორდეს ეკრანის ცენტრს. შესაბამისად აბზაცის ტეგს შეგვიძლია შევუსაბამოთ ასევე ატრიბუტები align="left" - გასწორება ეკრანის მარცხენა კიდისკენ და align="right" -. გასწორება ეკრანის მარჯვენა კიდისაკენ, თუ სარგებლობთ, მაგალითად ტექსტური რედაქტორით Word, მაშინ ეს თქვენთვის არანაირ სიახლეს არ წარმოადგენს.
ატრიბუტები ყოველთვის ჩაიწერება ტეგის შიგნით, მათ შემდეგ იწერება ტოლობის ნიშანი და ატრიბუტის დეტალები, ჩასმული ორმაგ ბრჭყალებში. წერტილმძიმე დასმული ატრიბუტის შემდეგ ემსახურება,სხვადასხვა სტილის ბრძანებების გამოყოფას ერთმანეთისაგან. 
მასალის უკეთ ათვისებისთვის, გავიმეოროთ საცდელი საიტის შექმნის ექსპერიმენტი, მაგრამ მას გავართულებთ სხვადასხვა ატრიბუტებით.

დავაკოპოროთ ქვემოთ მოცემული ტექსტი:
<! DOCTYPE HTML PUBLIC "- // W3C // DTD HTML 4.01 Transitional // EN"
"Http://www.w3.org/TR/html4/loose.dtd">
<HTML>
<HEAD>
<meta http-equiv="Content-Type" content="text/html; charset=windows-1251">
<title>ეს არის სპეციალური გვერდი, ატრიბუტების შესასწავლად </ title>
</ HEAD>
<body bgcolor="#FFF2E6" link="#CC3300">

<p align="center"><strong> გილოცავთ! ეს თქვენი პირველი საიტია, რომელიც შექმენით საკუთარი ხელით! </ STRONG> <br> გსურთ წინ წასვლა და ნამდვილი საიტის შექმნა? მაშინ გააგრძელეთ სტატიის კითხვა <br>

<a href="http://www.freeadvice.ru/view_article.php?id=9"> <B>უკან დაბრუნება </ B> </a> </ P>
</ BODY>
</ Html>
ჩავსვათ «ბლოკნოტში» (შიგთავსის შეცვლა შესაძლებელია იმ  index.html ფაილში, რომელიც თქვენ შექმენით მეოთხე გაკვეთილში ან შექმენით ახალ ფაილი), ვინახავთ, ვხსნით ბრაუზერში.

რატომ გახდა გვერდი ვარდისფერი? ყველაფერი მარტივად ასახსნელია: ჩვენ დავამატეთ ფერის ატრიბუტი «bgcolor» (რაც background color-ის შემოკლებული ვარიანტია და შესაბამისად ქართულად მიშნავს «ფონის ფერს») ტეგში <body>.

ასევე მივანიჭეთ ლინკებს ფერი ტეგში <body> ლინკის ატრიბუტებს. შევცვალეთ ატრიბუტი აბზაცის გასწორება,გამოვყავით პირველი სტრიქონი და ლინკი მსხვილი შრიფტით.

შეინახეთ ეს ფაილი. შემდეგ გაკვეთილებში ჩვენ კიდევ მოვახდენთ მასზე რამდენიმე ტრანსფორმაციას და ის მთლიანად გახდება ნამდვილი საიტი!


დამატებითი ინფორმაცია მოცემული გაკვეთილისთვის.


შესაძლებელია ცოტა დაგაბნიათ ციფრების და ასოების ამ ნაკრებმა, რომლის დახმარებითაც ვაგებინებთ ტეგც ფერს. არაფერი ამაში საშიში არ არის. უბრალოდ HTML-ში ყველა ფერს (მათი ათასობით ვარიანტის ჩათვლით) გააჩნიათ ექვსმნიშვნელიანი მნიშვნელობა, რომელთა დამახსოვრებაც სულაც არ არის საჭირო. ძირითადი ფერების ჩაწერა ინგლისური სიტყვებითაც შეგიძლიათ, მაგალითად:
bgcolor="red" (ჩასვით ჩვენს ფაილში ნაცვლად   bgcolor="#FFF2E6"   და შეამოწმეთ !)
იმისათვის რომ გაერკვეთ სხვა ფერების ექვსნიშნიან კოდებში, საკმარისია მოიხმაროთ უფასო პროგრამა HTML Color2000, რომლის გადმოცაჩვაც შესაძლებელია აქ. აირჩიეთ ფერი მოცემული პალიტრიდან და პროგრამა მოგცემთ მის კოდს - დააკოპირეთ და ჩასვით ატრიბუტში. თუ ხედავთ კოდს დაგინდათ ნახოთ რომელ ფერს ნიშნავს, იგივენაირად  - დააკოპირეთ კოდი და ჩასვით პროგრამაში - პროგრამა გაჩვენებთ კოდის შესაბამის ფერს.