7@- ლინკები

ONLINE - კურსები - HTML

გაკვეთილი 7. ლინკები
ლინკები - ეს ნიშნავს გადასვლებს ერთი ინტერნეტ-გვერდიდან მეორე გვერდზე, მეორედან მესამეზე და ა. შ ..

ლინკების შესაქმნელადაც გამოიყენება იგივე ყოვლისშემძლე ტეგი. უბრალო ტეგი ერთი ელემენტით და ერთი ატრიბუტით - და თქვენ შეძლებთ გადასვლას სადაც მოგესურვებათ. აი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება რომ, გამოიყურებოდეს ლინკი ამ პროექტის მთავარ გვერდზე:
"HTML- კოდი"
ბრაუზერი კი, მას ასე აჩვენებს:
ტეგი  ნიშნავს «ღუზას» (ინგლისური სიტქვიდან. Anchor). ატრიბუტი "href" - შემოკლებული ფორმაა სიტყვისა "hypertext reference / ჰიპერტექსტური ლინკი", მიუთითებს იმ ადგილს, სადაც უნდა განხორციელდეს გადასვლა მოცემული ლინკის მიხედვით - ჩვეულებრივ ეს ინტერნეტ მისამართია ან ფაილის სახელწოდება რომელიც საიტის ძირეულ კატალოგში ინახება (ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ).

მაგალითში ატრიბუტ href -ს აქვს მნიშვნელობა "http://html-kodi.blogspot.com/2015/06/linkebi.html", რომელიც წარმოადგენს საიტის სრულ მისამართს და მას ეწოდება URL (Uniform Resource Locator -რესურსის უნივერსალური ლოკატორი). მიაქციეთ ყურადღება, რომ "http: //" ყოველთვის უნდა შედიოდეს URL -ის შემადგენლობაში. სიტყვა "HTML- კოდი" - ეს არის ტექსტი, რომელსაც აჩვენებს ბრაუზერი როგორც ლინკს. ლინკის შექმნისას, არ დაგავიწყდეთ ტეგის დახურვა .

თუ თქვენი საიტი რამდენიმე გვერდისაგან შედგება, ხშირად ასეც არის, თქვენ შეგიძლიათ დასვათ ამ გვერდებზე გადასასვლელი ლინკები, ისე რომ არ მიუთითოთ სრული დოკუმენტის მისამართი (URL). მაგალითად თუ გაქვთ ორი გვერდი (დავარქვათ მათ index.html და page.html), რომელიც ერთ საქაღალდეშია შენახული, შეგიძლიათ გააკეთოთ ლინკი, ერთი გვერდიდან მეორეზე, უბრალოდ ლინკში ჩაწერეთ ფაილის სახელი. ანუ ლინკი index.html დან page.html ზე ასე გამოიყურება:
დააწკაპეთ ამ ლინკზე, რომ გადახვიდეთ გვერდზე Page
თუ ფაილი. Html განთავსებულია საიტის არა ძირეულ დირექტორიაში, არამედ ერთ ერთ მის დამატებით საქაღალდეში, მაგალითად, საქაღალდეში "additional", ლინკს ექნება ასეთი სახე:
დააწკაპეთ ამ ლინკზე, რომ გადახვიდეთ გვერდზე page
ალტერნატივის სახით, ფაილის სახელის ნაცვლად, ყოველთვის შეგიძლიათ სრული მისამართის მითითება (URL).

გვერდიდან გვერდზე გადასასვლელი ლინკები

თქვენ ასევე შეგიძლიათ ლინკი-გადასვლების შექმნა თავად გვერდებში - მაგალითად, თუ გვერდზე გაქვთ რამდენიმე სათაური შესაძლებელია შექმნათ ლინკი კონკრეტული სათაურისათვის. ამისათვის კი საჭიროა აუცილებლად გამოიყენოთ - ატრიბუტი  ID   სიმბოლო და " # ".

გამოიყენეთ ატრიბუტი id ელემენტის მარკირებისთვის, რომელზეც გსურთ გააკეთოთ გადასვლა. მაგალითად თუ თქვენი გვერდი ძალიან გრძელია, გვერდის ბოლოს შეგიძლიათ გააკეთოთ ზევით გადასვლა. ეს ყველაფერი შემდეგ ნაირად კეთდება. ჩავწეროთ ატრიბუტი id გვერდის დასაწყისის რომელიმე ტეგში, მაგალითად:

გვერდის დასაწყისი </ h1>
ახლა საჭიროა შევქმნათ ლინკი ამ ელემენტისთვის "#" ნიშნის გამოყენებით ლინკის ატრიბუტში. სიმბოლო "#" აყწყებს ბრაუზერს, რონ ეს გადასვლა ხდება იმავე გვერდზე. ამ "#" სიმბოლოს შემდეგ მოყვება ის სახელი, რომელიც თქვენ მიანიჭეთ ატრიბუტს id, რომელზეც ხდება გადასვლა. მაგალითად:
გვერდის დასაწყისში გადასვლა
(შენიშვნა: id ატრიბუტის სახელი აუცილებლად უმდა იწყებოდეს ასოთი!)
თქვენ ასევე შეგიძლიათ შექმნათ საფოსტო-ლინკი mail მისამართი ისევე როგორც, ლინკი დოკუმენტზე:
მისწერეთ საიტის ვებ მასტერს
In your browser, it would look like this:
ერთადერთი განსხვავება ლინკებში e-mail სა და ფაის შორის არის ის რონ, დოკუმენტის მისამართის ნაცვლად, თქვენ წერთ კოდურ სახელს «mailto» მომდენო ელქტრონული ფოსტის მისამართით (e-mail). ლინკზე დაწკაპებისას იხსნება პროგრამა "მოთხოვნით" რომელიც იმ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე მუშაობის საშუალებას იძლევა, რომელიც წერილის მისამართის ზოლშია უკვე ჩაწერილი. მიაქციეთ ყურადღება იმას რომ, ეს ფუნქცია იმუშავებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენს კომპიუტერზე დაყენებულია e-mail პროგრამა - Microsoft Outlook, The Bat ან რომელიმე სხვა. სცადეთ!

ლინკის შესაქმნელად აუცილებლად უნდა იხმაროთ ატრიბუტი href. ასევე, ლინკში უნდა იყოს განთავსებული დამატებითი ატრიბუტი "title":
ვსწავლობთ HTML -ს
ბრაუზერში ეს ასე გამოჩნდება:
ატრიბუტი "title" გამოიყენება ლინკის მოკლედ ასაღწერად. თუ არ აწკაპებთ ლინკზე, მოაავსეთ ისარი ლინკზე და დაინახავთ როგორ გამოჩნდება ტექსტი "ვსწავლობთ HTML -ს online- სახელმძღვანელოს დახმარებით და ვქმნით საიტებს დამოუკიდებლად!"