4 - პირველი საიტი

ONLINE- კურსები - HTML

გაკვეთილი 4. ვქმნით ჩვენს პირველ საიტს!


ამ გაკვეთილში შემოგთავაზებთ იმ ძირითად კოდს რომელიც საჭიროა ნებისმიერი საიტის შესაქმნელად. განვიხილავთ დეტალურად ამ კოდს და თქვენ მიხვდებით, თუ როგორ კეთდება ეს და ყველაფერი რამდენად ადვილია!
მაშ ასე.
აი ის ტექსტი რომელიც უნდა დააკოპიროთ, ჩასვათ «ბლოკნოტში» და შეინახოთ რომელიმე დროებით საქაღალდეში სახელად  index.html  :
<!DOCTYPE HTML PUBLIC "-//W3C//DTD HTML 4.01 Transitional//EN"
"http://www.w3.org/TR/html4/loose.dtd">
<html>
<head>
<meta http-equiv="Content-Type" content="text/html; charset=windows-1251">
<title>Ваш первый сайт</title>
</head>
<body>
<p align="left">გილოცავთ! ეს არის თქვენი პირველი საიტი, რომელიც შექმენით საკუთარი ხელებით!<br>გსურთ უფრო წინ წასვლა და შექმნათ ნამდვილი საიტი? მაშინ წაიკითხეთ სტატია ბოლომდე. <br>
<a href="http://html-kodi.blogspot.com/2015/05/sesavali.html">უკან დაბრუნება</a></p>
</body>
</html>
*იმისათვის რომ, ამ სახელით შევინახოთ ფაილი, დააჭირეთ «ბლოკნოტის» მენიუში პუნქტს «ფაილი» - «Сохранить как»,გახსნილ ფანჯარაში, გრაფაში «ფაილის ტიპი», ვირჩევთ «Все файлы», ხოლო გრაფაში «Имя файла» ჩავწერთ index.html. და ვაწკაპებთ «Сохранить». 
მას შემდეგ, რაც ფაილს შევინახავთ, შედით საქარალდეში და დააწკაპეთ მასზე ორჯერ. გაიხსნება ინტერნეტ -ბრაუზერი თქვენი პირველი საიტით!

მოდით განვიხილოთ html-კოდი, რომელიც, ამ უბრალო საიტის შექმნაში დაგვეხმარა.

კოდის ზემოთა ნაწილი:
<!DOCTYPE HTML PUBLIC "-//W3C//DTD HTML 4.01 Transitional//EN"
"http://www.w3.org/TR/html4/loose.dtd">
<html>
<head>
<meta http-equiv="Content-Type" content="text/html; charset=windows-1251">
<title>თქვენი პირველი საიტი</title>
</head>
ეს არის ის მოსამსახურე ტეგები, რომლებიც აუცილებლად უნდა ჩაიწეროს, ყველა html-დოკუმენტში. ამასთან რ არის საჭირო, მათი ყველას დამახსოვრება! საკმარისია დააკოპიროთ ისინი და შეინახოთ რომელინე ცალკე ფაილში. იმავე «ბლოკნოტის» დახმარებით. როცა დაგჭირდებათ ახალი დოკუმენტის შექმნა, უბრალოდ დააკოპირეთ ეს ტეგები და ჩასვით თქვენს ახალ  html-დოკუმენტის დასაწყისში.

ამასთანავე, ტეგები <title> შეიცავს თქვენი საიტის ან გვერდის დასახელებას. შეგიძლიათ მასში ნებისმიერი რამის ჩაწერა, რაც თქვენ მოგესურვებათ როგორც ქართულ, ასევე სხვა ნებისმიერ ენაზე და ეს სათაური გამოჩნდება ინტერნეტ ბრაუზერში, თქვენი გვერდის გახსნისას. ამის გარდა, ეს დასახელება ასახული იქნება საძიებო სისტემებშიც, რომლებიც გასცემენ თქვენს გვერდს ვინმეს მოთხოვნისას, იმ მონაცემების მიხედვით რომლებიც შეესაბამება თქვენი საიტის შინაარსს.


აი როგორ გამოიყურება ამ სასწავლო გვერდის დასახელება ინტერნეტ-ბრაუზერ Opera-ში (გადაღებულია მხოლოდ გვერდის ზედა ნაწილი, რათა უკეთსად გამოჩნდეს, მწვანე ზოლით არის ხაზგასმული):

შემდეგ. თეგებს შორის <body> განთავსებულია, თავად საიტი. Body – ეს საიტის ტანია.

განვიხილოთ ნისი შემადგენლობა.
<p align="left">გილოცავთ! ეს თქვენი პირველი საიტია, რომელიც თქვენი ხელით შექმენით!<br>გსურთ წინ წასვლა და შექმნათ ნამდვილი საიტი? მაშინ წაიკითხეთ სტატია ბოლომდე. <br>
<a href="http://html-kodi.blogspot.com/2015/05/sesavali.html">დაბრუნდით უკან</a></p>
ქართული ტექსტი, რომელსაც საიტზე ხედავთ, ჩასმულია აბზაცის ტეგში, რომელიც შეიცავს მარცხენა კიდისაკენ გასწორების ატრიბუტს <p align="left">.  ასევე სტრიქონის გადატანის ტეგი <br> და ლინკებს, რომლებიც სხვა სტატიებზე გადადიან:
<a href="http://html-kodi.blogspot.com/2015/05/sesavali.html">
სიტყვა «უკან დაბრუნება» წარმოადგენს ლინკს, ხოლო ტეგი, რომელიც მას წარმოადგენს როგორც – გვერდის მისამართს, რომელზეც თქვენ ხვდებით, როცა ამ ლინკზე აწკაპებთ. ყველაფერი მთავრდება ლიმკის დახურვის ტეგით  </a> და აბზაცის დახურვის ტეგით  </p>
დოკუმენტი მთავრდება დამამთავრებელი ტეგით </body> და </html>.

დასკვნა. რაც დაგვჭირდა უბრალო საიტის შესაქმნელად – არის მომსახურე ტეგების დოკუმენტის კოპირება, საკუთარი ტექსტის შეყვანა და დავასრულოთ იგი მხოლოდ სამი ტეგით!


ადვილია? ახლა დამოუკიდებლად სცადეთ ერთი-ორი ასეთი გვერდის გაკეთება და დაწქმუნდებით ამაში უკვე საკუთარ მცდელობებში.