3 - HTML- ტეგები

ONLINE - კურსები - HTML



გაკვეთილი 3. ყველაზე მთავარი HTML - ტეგებში.


ტეგი (ინგლისურად tag – იარლიყი, ეტიკეტი, დამღა) - ეს არის სიმბოლოთა ერთობლიობა, რომლებსაც ვიყენებთ რომ მივუთითოთ ბრაუზერს, თუ როგორ აჩვენოს მან, თქვენი web-საიტი.

მკაცრად რომ ვთქვათ, HTML - ეს მხოლოდ ტეგები და მისი ატრიბუტებია. HTML-ის ცოდნისათვის უნდა შეისწავლოთ ეს და მეტი სხვა არაფერი.


ყველა ტეგს აქვს ერთნაირი ფორმატი: ისინი იწყება სიმბოლოთი  <  და მთავრდება სიმბოლოთი >.

ჩვეულებრივ გააჩნია ორი ტეგი - გამხსნელი: <html> და  დამკეტი: </html>. განსხვავება იმაშია რომ, დამკეტ ტეგს აქვს სლეშ სიმბოლო  "/".

შინაარსი განთავსებულია, გამხსნელ და დამკეტ ტეგებს შორის, ის წარმოადგენს კონკრეტული ტეგის შინაარსს და ემორჩილება იმ წესებს, რომლებიც დაწესებულია მისთვის ტეგის მიერ.


თუმცა, არსებობენ ისეთი ტეგებიც, რომლებსაც მხოლოდ ვხსნით და არ არის საჭირო მათი დახურვა. ასეთი ტეგები არ შეიცავენ ტექსტებს და ითვლებიან დამატებით საშუალებად ტექსტების გამართვისათვის. მაგალითად, ტეგი რომელიც გამოიყენება სტრიქონის გადასატანად  <br>.

ყველაფერი ნათელი და გასაგები რომ, იყოს, გადავიდეთ პირდაპირ მაგალითებზე.

მაგალითი № 1: 
იმისათვის რომ, გამოვყოთ სიტყვა, სტრიქონი ან მთელი აბზაცი მსხვილი შრიფტით, უნდა გამოვიყენოთ შემდეგი ტეგი:
<b>ეს სტრიქონი უნდაგამოიყოს მსხვილი შრიფტით.</b>
ბრაუზერი მას აი ასე აჩვენებს:
ეს სტრიქონი უნდა გამოიყოს მსხვილი შრიფტით.

ტეგები <h1>, <h2>, <h3>, <h4>, <h5> и <h6> ბრაუზერს მიუთითებს შექმნას სათაურები, სადაც  <h1> - ეს არის პირველი თანრიგის სათაური - ყველაზე მსხვილი შრიფტი, <h2> - მეორე დონის სათაური - შრიფტიც შესაბამისად ნაკლები ზომისაა….. და <h6> - მეექვსე დონის სათაური - ყველაზე პატარა შრიფტი.


მაგალითი № 2:
<h3>ტესტი</h3>
<h4>ტესტი</h4>
<h5>ტესტი</h5>
ბრაუზერში ასე გამოჩნდება:

ტესტი

ტესტი

ტესტი




როგორ უნდა ვწეროთ სწორედ ტეგები

Большинствуბრაუზერების უმრავლესობისათვის, სულერთია, თუ რომელ რეგისტრში არიან შეყვანილი ტეგების ასოები. <html> თუ <HTML> ჩვეულებრივ ორივე ვარიანტი, იძლევა ერთი და იგივე შედეგს. მაგრამ, კორექტულად ჩაითვლება პირველი ვარიანტი. ამიტომ, ჩვენი რჩევაა, თავიდანვე დანერგოთ ჩვევად ტეგების ჩაწერა  არა ასომთავრულით ,არამედ ჩვეულებრივი პატარა ასოოებით.

სად უნდა განვათავსოთ ტეგები

ტეგები იწერება  HTML-დოკუმენტებში. HTML-დოკუმენტი – ეს არის ფაილი, რომელსაც გააჩნია გაფართოება  .html. ანუ თქვენ ქმნით ტეგების ნაკრებს ტექსტურ რედაქტორში (ავ სხვა პროგრანაში, რომელიც შაიტის შესაქმნელად გამოიყენება) და შეინახეთის როგორც  html-დოკუმენტი, რომელსაც ავტომატურად მიენიჭება გაფართოება .html. ამ გაფართოებებით ამოიცნობენ ინტერნეტ-ბრაუზერები  «თავის» ფაილებს და მუშაობენ მათთან.

შემდეგ გაკვეთილში მოგიყვებით, როგორ გავაკეთოთ ეს და როგორ შევქმნათ ხუთ წუთში, თქვენი პირველი საიტი!